Thursday, July 10, 2014

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება - ქართველი  კომპოზიტორების  ცხოვრება.



2. პროექტის  მთავარი იდეა - მოსწავლეები  გაეცნობიან  ქართველ  კომპოზიტორთა  ცხოვრებას და შემოქმედებას.

3. პროექტის  აქტუალურობა  და  მნიშვნელობა - აქტუალური  იქნება,  რადგან  მოსწავლეები  გაეცნობიან როგორც  გასული  ს-ის,  ასევე  ჩვენი  დროის  ქართველ  კომპოზიტორთა  შემოქმედებას,  გაეცნობიან  და  შეიყვარებენ  მათ  მიერ  შექმნილ  მუსიკალურ  ნაწარმოებებს  და  შეასრულებენ  სიმღერებს.



4. პროექტის  მიზანი - რა ცოდნას  დაეუფლებიან  პროექტის  შედგენის  შემდეგ,რა  უნარებს  განივითარებენ,  როგორი  დამოკიდებულება ექნებათ  მუსიკალური  ნაწარმოების  მოსმენის  და  შესრულების  შემდეგ.

5. მონაწილეთა  ასაკი-12-13

6. ვადები/ხანგრძლიობა- ერთი კვირა

7. მოსალოდნელი  შედეგები - მოსწავლეები დაინტერესდება  მოცემული  დავალებებით, მოიძიებენ  ინფორმაციებს  კომპოზიტორთა  შესახებ  ინტერნეტის  საშუალებით.

8. პროექტის  საჭირო  ძირითადი  რესურსი -  კომპიუტერი, სახელმძღვანელო, პროექტორი, სლაიდები.

9.პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები): 

აქტივობა 1 _ საპროექტო თემის შერჩევა:
მოსწავლეებს  შევთავაზე რამდენიმე  თემა, მათ აირჩიეს პროექტი გაეკეთებიათ  „ქართველ  კომპოზიტორთა ‘“ შესახებ.

აქტივობა2-საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება
თემის არჩევის  შემდეგ  მოსწავლეებმა  აირჩიეს კომპოზიტორები  ვის შესახებაც  მოიძიებდნენ  ინფორმაციას.



აქტივობა3-პროდუქტის პრეზენტაცია
მოსწავლეებმა  მოიძიეს  ინფორმაცია კომპოზიტორთა  შესახებ , გააკეთეს  სლაიდები  მოიწვიეს  სტუმრები და გააკეთეს  პრეზენტაცია.



10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:-მოსწავლეები  სწავლის პროცესში  გამოიყენებენ  ისტ-ის  გაკვეთილზე  მიღებულ  ცოდნას.

11. პროექტის ხელმძღვანელი-შორენა  ნოდია


12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: shorena nodia1977@gmail.com